დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე ანუკი ბარამიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
11-12-2020

ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ანუკი ბარამიძე izrune.ge-ში ჩართული წარმატებული მოსწავლეა.

ანუკი ბარამიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა.

„მე ძალიან კმაყოფილი ვარ, izrune.ge რომ არსებობს. ძალიან მიხარია, რომ ამ პროგრამაში ვმონაწილეობ. უკვე ძალიან ბევრი დიპლომი დავიმსახურე და მიხარია, ნოემბერშიც ოქროს დიპლომი ავიღე და ბედნიერი ვარ, შემდეგშიც ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა izrune.ge“-ამბობს მოსწავლე.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს, izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათი“ იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203