
გორის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე დავით გემიაშვილი აქტიურად არის ჩართული izrune.ge-ს ტესტების შესრულებაში და წარმატებას ყოველთვის აღწევს.
„მე დათი ვარ. ძალიან მწყინს შექმნილი სიტუაცია, კონკრეტულად ის, რომ სკოლაში სიარულის მაგივრად ტელეფონში საათობით ცქერა გვიწევს. მადლობა თქვენ, რომ საშუალებას გვაძლევთ უფრო მეტი გავიგოთ. მიხარია ყოველი ხუთშაბათი და თვის ბოლო კვირა დღე, რადგან ვიცი, რომ izrune.ge ახალ თავგადასავლებს გვთავაზობს"-ამბობს მოსწავლე.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს, izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათი“ იყო.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.