
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე თემაზე „ჩემი სკოლა, ჩემი კლასი“ წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ჩანახატის, ესეს, კედლის გაზეთისა და ნახატების საშუალებით.
ბავშვებმა ისაუბრეს მშობლიური სკოლისა და თავისი კლასის შესახებ, როგორ უყვართ სკოლა, მეგობრები, თავიანთი საკლასო ოთახი.
მხატვრულად გაფორმებული კარგი ნამუშევრები წარმოადგინეს ლიზი დემჩენკომ, დავით თუთბერიძემ, თეკლა გორდულაძემ, ანანო გურეშიძემ, ნიკოლოზ ტალიაშვილიმა.
გაკვეთილის მსვლელობაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ვიქტორია იოსელიანი, ლილე ჩხაბერიძე, ანა ჩიხლაძე და სხვები.
რუსული ენის მასწავლებელი მედეა კუჭავაა.
იხილეთ ფოტოები