
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს არაფორმალური განათლების კვირეულის ფარგლებში მეორე სემინარი ჩაუტარდათ. დღე ძალიან ნაყოფიერი იყო საინტერესო ტრენერებთან ერთად.
„პანდემიამ და სხვა უეცარმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მოხალისეობის მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოხალისეობრივი კულტურა არც ისე მაღალ დონეზეა.
მონაწილეებმა გაიგეს, თუ რას ნიშნავს მოხალისეობა, რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის, მოხალისეობის რა და რა ფორმები არსებობს და აგრეთვე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ გახდნენ მოხალისეები.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერებს თიკო მესხსა და ნინო თოდუას მოხალისეობრივად ჩატარებული სემინარისთვის!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
პროექტს წერეთლის საჯარო სკოლაში ახორციელებს საინიციატივო ჯგუფი „მომავლის კლუბი“.
პროექტი დაფინანსებულია მარნეულის მერიის მიერ.
იხილეთ ფოტოები