
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვას საჯარო სკოლაში მეორე წელია შექმნილია ლიტერატურული კლუბი, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. კლუბის კურატორია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინე გორგაძე.
მე-11 კლასის მოსწავლე საბა ბოლქვაძე, რომელიც კლუბის წევრია ამბობს:
„სწორედ, კლუბის კურატორის ირინე გორგაძის ძალისხმევით შევიკრიბეთ და შევიყვარეთ წიგნები. ვფიქრობ, წიგნის კითხვა მარტივი არ არის. წაკითხვა მარტივია, აღქმა და გააზრება ძნელი. კლუბი კი ის ადგილია, სადაც წაკითხულს ერთმანეთს ვუზიარებთ, ვმსჯელობთ ამა თუ იმ საკითხზე. ბოლო შეხვედრაზე ვისაუბროთ ნათია ფანჯიკიძის წიგნის „შიშო, გამოდი გარეთ“ ირგვლივ. წიგნი ძალიან მომეწონა, თითქოს სულიერად გწვრთნის და გამხნევებს. მიხარია, რომ ამ კლუბს ვეკუთვნი, კლუბს, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს გაგვილამაზა ცხოვრება“.
იხილეთ ფოტო