
ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგებმა - რუსუდან თავიდაშვილმა, ხათუნა ქარციძემ და სოფო საცერაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს.
სკოლის დირექცია პედაგოგებს წარმატებას ულოცავს.
„ქუთაისის N35 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგს ქალბატონ რუსუდან თავიდაშვილს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს ქალბატონ ხათუნა ქარციძეს და მათემატიკის პედაგოგს ქალბატონ სოფო საცერაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.