
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის სამმა მასწავლებელმა - ნანა ფორჩხიძემ (მუსიკის მასწავლებელი), მარინა კლდიაშვილმა (ქართული ენა და ლიტერატურა) და ცისანა ქოქოსაძემ (ქიმიის მასწავლებელი) გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.
სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.