
დაბა ხულოს საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.
ესენი არიან: ჟუჟუნა ცეცხლაძე - ისტორიის პედაგოგი, მადონა ჯორბენაძე - ბიოლოგიის პედაგოგი, მზია აბულაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ლიანა კუდუხაშვილი - მათემატიკის პედაგოგი, შორენა აბაშიძე - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი.
სკოლის დირექცია მასწავლებლებს ულოცავს და მათ შემდგომ კარიერულ წინსვლაში წარმატებებს უსურვებს.