
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კახარეთის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებს სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინგლისური ენის გაკვეთილი ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა, ინგლისური ენის პედაგოგ ნათია სოფრომაძის ხელმძღვანელობით, გაკვეთილის თემიდან - „Georgia, the UK and the USA“ გამომდინარე შექმნეს დროშები, კომპასი და რუკა ნახატებით და ინგლისური წარწერით.
აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და უკეთესად გაეცნენ ამ სამი ქვეყნის მდებარეობას.
იხილეთ ფოტოები