
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს არაფორმალური განათლების კვირეულის ფარგლებში პირველი სემინარი ჩაუტარდათ.
გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსში გამარჯვებულმა საინიციატივო ჯგუფმა - „მომავლის კლუბმა“ დაიწყო არაფორმალური განათლების კვირეული.
პირველი სემინარი მოსწავლეებს ჩაუტარდათ ნატოსა და ევროკავშირის თემაზე, აქცენტი გაკეთდა სასწავლო გაცვლით პროგრამებზე, მონაწილეებმა შეასრულეს სახალისო დავალებები. სემინარი იყო ნაყოფიერი და ინტერაქტიული, რისთვისაც დირექცია დიდ მადლობას უხდის თემო სუყაშვილს და მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის.
იხილეთ ფოტოები