„სკოლა ამაყობს თქვენით!“-დედალაურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს
10-12-2020

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლაზე მუდმივად ზრუნავენ.

ამჯერად, ორმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ ბიოლოგიის პედაგოგ მზია ქელბაქიანს და ბუნებისმეტყველების მასწავლებელს ირინა ბობოხიძეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მზია ქელბაქიანს და ირინა ბობოხიძეს წარმატებას ულოცავენ.

„სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ზემოაღნიშნულ მასწავლებლებს და უსურვებენ მათ შემდგომ პროფესიულ წინსვლას. სკოლა ამაყობს თქვენით!“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203