წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას მრავალფეროვანი ონლაინ აქტივობებით შეუერთდნენ
ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16 დღიან კამპანიაში - „არა ძალადობას“ ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მრავალფეროვანი ონლაინ აქტივობებით, აქტიურად ჩაერთვნენ. კერძოდ, საინტერესო ესებითა და პრეზენტაციებით, სლოგანებითა და ნახატებით.
გთავაზობთ, თემასთან დაკავშირებულ მოსწავლეთა შემოთავაზებულ სლოგანებს:
- აქსიომად მივიჩნიოთ, საუბარი კმარა, ქალის ჩაგვრას, ძალადობას, ერთად ვუთხრათ არა!
- შეაჩერე ძალადობა, დაიცავი ქალი, გამოაშკარავე მოძალადე ქმარი!
- მოეფერე, დაიცავი, შეიყვარე ქალი, ძალადობას შეებრძოლე, არ დაზუჭო თვალი!
ΧΙΙბ კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სასკოლო კვირეულში „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ მათ მიაჩნიათ, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ალაგმოს ძალადობა და დაიცვას ქალთა უფლებები!
წარმოგიდგენთ თემასთან დაკავშირებულ მოსწავლეთა მიერ შემოთავაზებულ სლოგანებს:
- ქალი დედაა, მეუღლე, სატრფო და არ დატოვო არასდროს მარტო! (ანი ფანცხავა)
- ქალების მცველად მუდმივად თუ ხარ, თვით ძალადობაც დაიხევს უკან! (ნინო ჩიხლაძე)
- აქსიომად მივიჩნიოთ, საუბარი კმარა, ქალის ჩაგვრას, ძალადობას, ერთად ვუთხრათ არა! (ნინო რობაქიძე)
- შეაჩერე ძალადობა, დაიცავი ქალი და გამოააშკარავე მოძალადე ქმარი! (ხატია გურგენიძე)
- მოეფერე, დაიცავი, შეიყვარე ქალი, ძალადობას შეებრძოლე, არ დახუჭო თვალი! (თაკო კინწურაშვილი).
იხილეთ ფოტო