თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა
10-12-2020
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში 19-26 ნოემბერს ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში მე-7-მე-10 კლასებში ჩატარდა გაკვეთილები შესაბამის თემებზე. ასევე გაიმართა კონკურსი სახელწოდებით: „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“. მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული სახის საინფორმაციო ფლაერები და ვიდეორგოლები. გამოვლინდა გამარჯვებული ნამუშევრები.