თხილნარის N2 საჯარო სკოლის IV კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა
10-12-2020

თხილნარის N2 საჯარო სკოლის IV კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა. კლასის დამრიგებელი ნონა ფუტკარაძეა.

საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე აჭარის 2020-2021 სასწავლო წლის ნოემბრის „სუპერ კლასები“ გამოვლინდა.

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203