ხელვაჩაურის N1 სკოლის X კლასის გუნდმა - „შერეკილები“ მუსიკალურ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
10-12-2020

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის X კლასის გუნდმა „შერეკილებმა“ მუსიკალურ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა. სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს დამსახურებულ პირველ ადგილს და კონკურსანტების შეფასებებს გვიზიარებს:

„მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულ გუნდს „შერეკილებს“ კიდევ ერთხელ ვულოცავთ პირველი ადგილის მოპოვებას!

გთავაზობთ კონკურსანტების შეფასებებს განხორციელებულ ღონსძიებასთან დაკავშირებით:

ლიკუნა ლასურიძე:

„ძალიან კარგი და საინტერესო კონკურსი იყო. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. მინდა ხშირად ჩატარდეს ასეთი კონკურსები და სხვა ბავშვებმაც გაიზიარონ და გაერთონ, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თვითმართველობის გუნდს, საინტერესო გამოწვევისთვის.

ქრისტინა ქორიძე:

„მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს იყო საუკეთესო კონკურსი დისტანციურად, რომელმაც შეძლო ჩემი გამხიარულება პანდემიის პროცესში...“

სალომე მორთულაძე:

„მუსიკალური კონკურსი ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელში მონაწილეობაც ნამდვილად ღირდა. საინტერესო და გასართობი იყო, რამაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. მადლობა თვითმმართველობის წევრებს ჩვენს განწყობაზე ზრუნვისთვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203