აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე მიქელაძემ თანამედროვე ოლიმპიური თამაშების შესახებ პრეზენტაცია მოამზადა
10-12-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სალომე მიქელაძემ თანამედროვე ოლიმპიადის შესახებ პრეზენტაცია მოამზადა.

მოსწავლემ პროექტული სწავლების ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში საინტერესო ინფორმაციები მოიძია.

ნამუშევარში საუბარია თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, მის ფუძემდებელზე, სპორტის სახეობებზე, ქართველ თანამედროვე ოლიმპიელებსა და ქართველ ქალ ოლიმპიელებზე.

მოსწავლის ნამუშევარმა მასწავლებლისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ პრეზენტაცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203