გელათის საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლები ონლაინ ტრენინგს დაესწრნენ
10-12-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლები - ელისო მაწკეპლაძე, ნათია იდაძე და ნატო ნემსაძე „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდასაჭერად ჩატარებულ ონლაინ ტრენინგს - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“ დაესწრნენ. 

„5-6 დეკემბერს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის ლიდერი-მასწავლებლები: ელისო მაწკეპლაძე, ნათია იდაძე და ნატო ნემსაძე დაესწრნენ USAID-ის საბაზისო განათლების პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით - „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის მხარდასაჭერად ჩატარებულ ონლაინ ტრენინგს - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“, რომელსაც უძღვებოდა USAID-ისა და RTI-ის ერთობლივი საბაზისო პროგრამის ტრენერი - მალვინა შანიძე.

ტრენინგზე განიხილეს საინტერესო საკითხები: ლიდერი მასწავლებლის მახასიათებლები, კონსტრუქტივიზმის პრინციპები და ცნებებით სწავლების პედაგოგიკა, დიფერენცირებული სწავლება, ინკლუზია, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო პრეზენტაციები და ვიდეო- ჩანაწერები.

ეს შეხვედრები, ვფიქრობ, დროული და ეფექტური იყო პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული თუ არაჩართული სკოლის მასწავლებლებისათვის“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203