ვალის N3 სკოლის მოსწავლეებმა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში პლაკატები შექმნეს
10-12-2020
ძალადობის საწინააღმდეგო სასკოლო კვირეულის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის დახმარებით, თემებზე - „არა ძალადობას“ და „ოჯახური ძალადობა“ პლაკატები შექმნეს.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.