თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი დაიწყო
09-12-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი დაიწყო.

მაღალი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მარიამ მამასახლისის ორგანიზებით მასწავლებლებს ინგლისურენოვანი მისალოცი ბარათები დაუმზადეს. მოსწავლეებმა „სურვილების ნაძვის ხეები“ შექმნეს და მთელს სკოლას წარმატება, ბედნიერება და ბარაქა უსურვეს. მოსწავლეების შექმნილმა ულამაზესმა ნამუშევრებმა სკოლის სტენდი დაამშვენა. მოირთო ასევე საახალწლო ნაძვის ხე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203