წნორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ირმა დუღაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
09-12-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგმა, ირმა დუღაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ირმა დუღაშვილს დამსახურებულ სტატუსს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203