წყაროთის საჯარო სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგო კვირეული მიმდინარეობს
09-12-2020

16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგო კვირეული - „არა, ძალადობას! ძალა უფლებას!“ მიმდინარეობს.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან საინტერესო ონლაინ აქტივობა ჩატარდა.

აქტივობებში ჩართულნი იყვნენ VII-IX-X კლასის მოსწავლეები. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტი/ფლაერი, რომელშიც ასახული იყო შემდეგი საკითხები:

  • რა არის ბულინგი, ტერმინ „ბულინგის“ ქართული შესატყვისები
  • როგორ ვებრძოლოთ ბულინგს - რჩევები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის;
  • წიგნები რომელიც უნდა წავიკითხოთ, ფილმები, რომლებიც ეხება ბულინგის თემას; და სხვა სახის საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები.

აქტიური მოსწავლეები დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203