გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
09-12-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის გაუწყინარის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების პროცესში საინტერესო აქტივობები მიმდინარეობს. მოსწავლეები ისტორიის გაკეთილებს ხალისით, თამაშით სწავლობენ.

„ფურცლებზე მოცემულია საქართველოს ისტორიაში მომხდარი ცნობილი ბრძოლები და ცნობილი ქართველი მეფეების, უცხოელი იმპერატორების, პრეზიდენტების და დამპყრობლების ფოტოები. ფურცლებზე მოცემულია ციფრები. მოსწავლეები რიგითობის მიხედვით ირჩევენ ციფრებს და რომელი ბრძოლაც შეხვდებათ, შემდეგ იმ კონკრეტული ბრძოლის ფაქტების შესახებ საუბრობენ და ასევე ასახელებენ ფოტოებზე გამოსახულ ისტორიულ პიროვნებებს“,-გვაცნობს სკოლის წარმომადგენელი თამაშის პირობებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203