ძენწმანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნაზიკო ფარტენაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
10-12-2020

ქედის მუნიციპალიტეტის ძენწმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნაზიკო ფარტენაძემ წარმატებით გაიარა ონლაინ გარე დაკვირვება და მიიღო 4 კრედიტი.

ძენწმანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203