გამარჯვების საჯარო სკოლა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში აქტიურად ჩაერთო
09-12-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, სკოლებში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულს გაუწია ორგანიზება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში აქტიურად ჩაერთო. კვირეული ონლაინ სივრცეში ჩატარდა. 

კვირეულის ფარგლებში სკოლამ განახორციელა შემდეგი აქტივობები: 1. ონლაინ გაკვეთილები აღნიშნულ თემაზე (მასწავლებლები: მაკა კორძაია, ინგა ბურდულაძე, ნინო დარბაისელი და მარინა გიორგელაშვილი) 2. ელექტრონული ბუკლეტების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების შექმნა. 

სკოლა კვირეულის ფარგლებში ბავშვების ნამუშევრების გამოქვეყნებას აგრძელებს.

იხილეთ - მე-10 კლასის მოსწავლის სალომე ივანიძის პრეზენტაცია 

 მე-7 კლასის მოსწავლის გიორგი ბერიძის პრეზენტაცია 

მე-7 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ გოგოჭურის ნამუშევარი 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203