წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლე თეკლა უგლავა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ ინფორმაციის შეგროვებითაა გატაცებული
09-12-2020

გაიცანით, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე თეკლა უგლავა. მის ნამუშევრებს, თანაკლასელების შემოქმედებასთან ერთად ბევრი იცნობთ სკოლის სოციალურ გვერდზე (მასწავლებელი თეა ჭუმბურიძე).  

ამჯერად, იგი გადაშენების გზაზე მდგარი იშვიათი ცხოველების შესახებ ინფორმაციის შეგროვებითაა გატაცებული. ეს ინტერესი თეკლას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ქართული ენის გაკვეთილზე გადაშენების პირას მდგარი მწვანე კუს და მათ გადარჩენაში ადამიანების როლის შესახებ თეა მასწავლებელმა მოუთხრო.  

თეკლამ დამოუკიდებლად მოიძია და შეაგროვა ინფორმაცია რამოდენიმე იშვიათი ცხოველის შესახებ, დაასურათა და შეკრა წიგნად, რომლის პრეზენტაციას ნორჩი მკვლევარი უახლოეს ინლაინ გაკვეთილზე წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203