ხარაულის საჯარო სკოლის ოთხმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
09-12-2020

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - მარინა ბერიძემ და მაყვალა ზაქარაძემ, ასევე დაწყებითი კლასის პედაგოგებმა - მარინე ტაკიძემ და ლია შარაშიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს  და მიიღეს 4 კრედიტი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203