ორპირის საჯარო სკოლას იანვრიდან 12 წამყვანი მასწავლებელი ეყოლება
09-12-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

ორპირის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის ოქტომბერ-ნოემბერში 7-მა მასწავლებელმა წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება. სკოლის დირექტორმა და ისტორიის მასწავლებელმა ირინა ბერეკაშვილმა, დირექტორის მოადგილემ და ქიმიის მასწავლებელმა ლალი ლომთაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა დარეჯან ბაკურაძემ და მარეხი კეთილაძემ, ისტორიის მასწავლებელმა მაია სვანაძემ, ფიზიკის მასწავლებელმა მთვარისა აფრიდონიძემ და რუსული ენის მასწავლებელმა სერგო სირბილაძემ.

სასწავლო წლის დასაწყისში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ინეზა გაბელაიამ და დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მაკა ჯინჯიხაძემ.

2021 წლის იანვრიდან სკოლას 12 წამყვანი მასწავლებელი ეყოლება. ორპირის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას შემდგომ საქმიანობაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203