ბათუმის N20 საჯარო სკოლის უცხო ენის კლუბში საკონკურსო ციებ-ცხელება დაიწყო
08-12-2020

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში არსებულ უცხო ენის კლუბში - Радуга Добра საკონკურსო ციებ-ცხელება დაიწყო. 

თემების: „Добро и зло“(სიკეთე და ბოროტება), „Дружба - это не работа“ (მეგობრობა სამუშაო არ არის), „Жизнь прекрасно...“(ცხოვრება მშვენიერია), „Мы против травли!“(ჩვენ ბულინგის წინააღმდეგი ვართ) გავლის შემდეგ კლუბის წევრები კომპლექსური დავალების - „Давайте жить дружно!“ (მოდით ვიცხოვოთ მეგობრულად) შესრულებას შეუდგნენ. კომპლექსური დავალების ფარგლებში კლუბის წევრები შექმნიან ვიდეორგოლებს ნებისმიერი სახის ძალადობის წინააღმდეგ მოწოდებებით. მოსწავლეები ვიდეორგოლებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ. დავალება საკონკურსოა, რადგან იგი სასკოლო პროექტის - „გული - გულს, ხელი - ხელს“ ფარგლებში ტარდება. საუკეთესო ვიდეორგოლების ავტორები სკოლის დირექციის სიგელებით დაჯილდოვდებიან. სურვილის შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბათუმის N20 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203