
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე კესო ფანჩულიძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში წარმატება მოიპოვა და კარგი შედეგი აჩვენა. ის საგნობრივი ოლიმპიადის რეიტინგში პირველ ადგილზეა.
„ოლიმპიადის პირველ ტურზე ინგლისურში მაქსიმალური ქულა აიღო ჩვენმა მოსწავლემ კესო ფანჩულიძემ (მე-12 კლასი) და რეიტინგში პირველ ადგილზეა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.