ჯვარას საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველას, ვისაც ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის აშენებაში წვლილი მიუძღვის
08-12-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯვარას საჯარო სკოლისა და ამავე თემის მკვიდრთა დიდი ხნის სურვილი ასრულდა - მოსწავლეები ახალ, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ შენობაში ისწავლიან.

„აშენდა, მოეწყო და მოსწავლეთა ნაკადიც მიიღო ევროსტანდარტებით აშენებულმა და დამშვენებულმა სკოლის შენობამ, რომელიც ყველანაირი საჭირო და მნიშვნელოვანი ინვენტარით არის აღჭურვილი.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელი სკოლისა და სოფლის სახელით იმ ადამიანებს, ვინც მცირეოდენი წვლილიც კი შეიტანა ამ ერთობ მნიშვნელოვან საქმეში. მიუხედავად ამჟამინდელი სიტუაციისა (ეპიდემია), კომპანიას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია მუშაობა და დანიშნულ დროს ჩააბარა სკოლის შენობა განათლების სამინისტროს.

დიდი იმედი გვაქვს, კოვიდის ეპოქა მალე დასრულდება და ხალისით, ახალი მიზნებით და ამაღლებული მოტივაციით გააგრძელებენ ჩვენი მოსწავლეები სწავლას მერხებთან“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203