
თბილისის N102 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ია გაბუნიამ და ლია თურმანაულმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს. პედაგოგები დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს და 4-4 კრედიტი მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.
„ია გაბუნიას და ლია თურმანაულს ვულოცავთ გარე დაკვირვების წარმატებით გავლას“,-აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.