„შეხვედრა სტუმართან“ - ტაკიძეების საჯარო სკოლამ ონლაინ ღონისძიებაზე ლადო აფხაზავას უმასპინძლა
08-12-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა, შუშანა ტარიელაძემ ონლაინ ღონისძიება ჩაატარა, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული და „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი ლადო აფხაზავა სტუმრობდა. 

„სკოლის პედაგოგმა, მენტორმა შუშანა ტარიელაძემ ჩაატარა ღონისძიება და სტუმრად მოიწვია ბატონი ლადო აფხაზავა. არა მგონია ისე ეხალისოს ვინმეს ონლაინ სტუმრობით, როგორც ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს. პროექტის - „შეხვედრა სტუმართან“ ფარგლებში, საპატიო და ღირსეული მასწავლებელი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი, „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი და ელჩი, ბატონი ლადო აფხაზავა გვსტუმრობდა. მადლობა მათ“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203