ბათუმის N2 სკოლის მოსწავლეებმა პანდემიის თემაზე ნამუშევრები შექმნეს
08-12-2020
ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისოა.
პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც ხალისით და ინტერესით არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად მოსწავლეებმა თემაზე- პანდემია ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას სახლში დარჩენისა და წესების დაცვისკენ მოუწოდეს.