
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე შეასრულეს კომპლექსური დავალება თემაზე: „special days“.
ბავშვებმა თავისი სურვილით მოიძიეს საყვარელი დღესასწაულების შესახებ საინტერესო მასალები. მოპოვებული ინფორმაცია კი ელექტრონული სახით, ზოგიერთებმა კი კლასის გაზეთების სახით წარუდგინეს თანატოლებს.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს განსაკუთრებული დღეების წარმოშობაზე, მათ ისტორიაზე, მნიშვნელობაზე, ასევე ისაუბრეს, თუ როგორ აღინიშნება ეს დღეები საქართველოში, მათ ოჯახებში და ზოგადად მსოფლიოში. მოსწავლეებს მასწავლებელი იულია კუხალაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები