წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „საგზაო ნიშნები“ განახორციელეს
08-12-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „საგზაო ნიშნები“ განახორციელეს.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საგზაო ნიშნების შესახებ, მოამზადეს პოსტერები და გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია თანატოლებისთვის. პრეზენტატორებმა აღნიშნეს, რომ გზაზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის საგზაო ნიშნების ცოდნა აუცილებელია, როგორც მძღოლებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის.

პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლია ჯაყელი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203