
მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგს - ანიკო იოსელიანს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კომპიუტერი გადაეცა. სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგს საჩუქარს და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
„ჩვენი სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა ანიკო იოსელიანმა „პირველი კლასის დამრიგებელთა კომპიუტერით უზრუნველყოფის“ ფარგლებში მიიღო საჩუქრად კომპიუტერი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან.
მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროს მასწავლებელთა მხარდაჭერისათვის. ანიკო იოსელიანს ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.