ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნათელა ნაგერვაძემ წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება და მიიღო 4 კრედიტი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.