თბილისის N217 სკოლაში კლუბი - „ციფრული წიგნიერება“ ფუნქციონირებს
08-12-2020
თბილისის N217 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში.
მათი პედაგოგი, ახალი სკოლის მოდელის კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტი, microsoft-ის ექსპერტ ინოვატორი მასწავლებელი, მზია პირველი თვლის, რომ პანდემიამ უამრავ გამოწვევასთან ერთად ახალი შესაძლებლობების ფანჯარაც გახსნა საგანმანათლებლო სივრცეში. მან ფორმალურ განათლებაში მოახდინა არაფორმალური განათლების ჩაშენება და მოხალისეობრივად შექმნა კლუბი - „ციფრული წიგნიერება“, სადაც ყოველკვირეულ შეხვედრაზე მოსწავლეებს აცნობს „მაიკროსოფტის Office 365-ის“ ონლაინ ინსტრუმენტებს და სხვადასხვა ონლაინპლატფორმებს, რის საშუალებითაც მოსწავლეები ქმნიან ბროშურებს, ფლაერებს და ა.შ.