ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ტესტში ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს
08-12-2020

26 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლიდან izrune.ge-ზე მზრუნველი მასწავლებლების და მოსწავლეების განსაკუთრებული აქტიურობა დაფიქსირდა. 

მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტები წარმატებით გაიარეს.

„გილოცავთ წარმატებას! ვამაყობთ მოტივირებული, ნიჭიერი მოსწავლეებით და მათი მოსიყვარულე, მზრუნველი მშობლებით. განსაკუთრებული მადლობა მასწავლებლებს და დირექტორს, რომ ბავშვების განათლების მოტივაციაზე ასე გულმოდგინედ ზრუნავენ!“-წერია izrune.ge-ს მისალოც წერილში.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203