დაბა მანგლისის N1 სკოლის მოსწავლე ელენე ბადუაშვილი სასწავლო ოლიმპიადის II ტურში გადავიდა
08-12-2020
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ელენე ბადუაშვილმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I ტურში წარმატებით იასპარეზა. 

დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლა ელენე ბადუაშვილს სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადასვლას ულოცავს.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს იმ მოსწავლეს, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და, ამასთან ერთად, მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისთვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203