
9 ოქტომბერს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის VIII- X კლასებში, XI კლასის ინიციატივით, ინტელექტუალური ვიქტორინა - „ჩვენი თამაში“ ჩატარდა.
დასახელდა თამაშის გამორჩეული მოაზროვნე. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
მოსწავლეები ვიქტორინაში ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.