ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღ პროდუქტებს რეკლამა გაუწიეს
07-12-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ხილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ჯანსაღი პროდუქტის დადებითი თვისებები საზოგადოებას გააცნეს.

„21-ე საუკუნის ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები ბევრ ახალ გამოწვევევებს სიხარულით და მონდომებით ხვდებიან. ისინი წინ-წინ მიიწევენ თავიანთი პატარა ნაბიჯებით წარმატებისაკენ. თითოეულ აქტივობას გულმოდგინედ ასრულებენ, მათი ინტერესის სფერო ყოველნაირ ფარგლებს სცილდება და მე მათ მასწავლებელს არ მაქვს ერთი წუთით მოდუნების უფლება. ჩემი მოვალეობაა, გავულამაზო თითოეული დღე და მათთვის საინტერესო აქტივობები შევთავაზო. მე და საზოგადოებაში ვისაუბრეთ რეკლამის მნიშვნელობაზე, მათ თეორიული მასალა უცებ გაითავისეს და პრაქტიკაში შეასრულეს. მათ სხვადასხვა პროდუქციის რეკლამა გააკეთეს, შეფასება თქვენთვის მოგვინდვია“,-აღნიშნავს დამრიგებელი და მასწავლებელი ნინო დანელია და მოსწავლეთა ვიდეოებს გვიზიარებს.

იხილეთ ვიდეოები





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203