ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის გუნდი ონლაინ რეჟიმში გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა
07-12-2020

4 დეკემბერს, ხულოს საჯარო სკოლებში, აჭარის ინტელექტ კლუბის მიერ დაგეგმილი ღონისძიება - „რა, სად, როდის?“ ონლაინ რეჟიმით ჩატარდა.

ჩემპიონატში ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-5 ადგილი მოიპოვა.

„გუნდი მონდომებით განეწყო საბრძოლველად. ონლაინ შეჯიბრი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ახალი გამოწვევაა მათთვის.

გუნდმა (კაპიტანი ზ.ბოლქვაძე) მონდომებით ითამაშა. სკოლებს შორის მე-5 ადგილი მოიპოვა. თუმცა, ტექნიკური ხარვეზების გამო რამდენიმე პასუხის დაფიქსირება, დროულად ვერ შეძლო. 

სკოლის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ინტელექტ კლუბს ღონისძიების, საინტერესო თამაშის ორგანიზებისა და ბავშვებში მოტივაციის ამაღლებისათვის. უკეთესი  წარმატება სამომავლოდ განახლების საჯარო სკოლის გუნდს!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203