„ბაღიდან პროდუქტების გატანის დროს, ხდება ვიდეოგადაღება და შემოწმება“ - თბილისის მერი მშობლებისთვის განმარტებას აკეთებს
07-12-2020
ყველა პროდუქტი, რომელსაც ბაღის აღსაზრდელების მშობლებს სახლში ატანენ, შემოწმებულია - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ბევრი შემთხვევა ფიქსირდებოდა, როცა მიზანმიმართულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს პროდუქტები იყო ვადაგასული. როგორც თბილისის მერი განმარტავს, სწორედ ამიტომ ბაღიდან პროდუქტების გატანის დროს დაიწყო ვიდეოგადაღება და მათი შემოწმება.
„ბაღიდან პროდუქტების გატანის დროს, ხდება ვიდეოგადაღება, ყველა პროდუქტის შემოწმება და მშობლების ხელმოწერები, რომ ეს პროდუქტები არის უპრობლემო და ვარგისიანი.
როდესაც ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, ძალიან ბევრი შემთხვევა გვახსოვს, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, სიცრუე ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ პროდუქტები იყო ძველი, ვადაგასული, ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველაფრისგან დაზღვეული რომ ვიყოთ, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ვიდეოგადაღებები და მშობლების ხელმოწერები“, - განაცხადა კალაძემ.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203