
აბესალომ აბაშიძის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის დირექტორმა და ისტორიის პედაგოგმა თემურ შაინიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და მას 4 კრედიტი მიენიჭა. თემურ შაინიძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
„შესანიშნავი გრძნობაა, როცა დიდი შრომისა და ლოდინის მერე სასიამოვნო შედეგს იღებ. მადლობა ყველას - შემფასებელს, მოსწავლეებს, გულშემატკივრებს და მათ, ვინც მხარს მიჭერდა ყველა შესაძლო ფორმით. მინდა ჩემს კოლეგებს ვუსურვო მალე გამოცადონ ეს „სიამოვნება“,-წერს დირექტორი სოციალურ ქსელში.