ტაკიძეების საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნარგიზ ქათამაძემ თემაზე - „ადამიანური უფლებები და მოვალეობები“ ონლაინ შეხვედრა გამართა
07-12-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის ტაკიძეების საჯარო სკოლის გეოგრაფია-სამოქალაქოს წამყვანმა მასწავლებელმა ნარგიზ ქათამაძემ ჩაატარა ონლაინ შეხვედრა თემაზე: „ადამიანური უფლებები და მოვალეობები“!

„არა ძალადობას! შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე მოსწავლეთა მშობლებიც.

შეხვედრის ორგანიზატორმა, ნარგიზ ქათამაძემ შეხვედრაში მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია, ასევე მოაწყო აუდიო ფაილისა და ფილმის ჩვენება.

მოსწავლეებმა იმსჯელეს წარმოდგენილ საკითხებზე და გააკეთეს დასკვნები მათი უფლება-მოვალეობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეთა მშობლებიც, რაც გამოიხატა მათ კითხვა-პასუხსა და საინტერესოდ გამართულ დისკუსიაში.

სკოლის ადმინისტრაცია, მადლობას უხდის მასწავლებელს ამ საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203