
თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ინტელექტ შეჯიბრებებსა და კონკურსებში და წარმატებასაც აღწევენ.
სკოლის ადმინისტრაცია წარმატებულ მოსწავლეებს: ევა დავითაშვილს; სესილი ხარებავასა და თორნიკე ივანიშვილს გვაცნობს. მათ საგნობრივ ოლიმპიადაზე დიპლომები მოიპოვეს.
ევა დავითაშვილი „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეა. სესილი ხარებავა ბუნების ოლიმპიადაზე დიპლომით დაჯილდოვდა, ასევე გადაეცა ოლიმპიადა „ინტელექტის“ წარმატებული მონაწილის პირველი ხარისხის დიპლომი. თორნიკე ივანიშვილმა კი წარმატება ინგლისურის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები