გაიცანით, დღვანის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პედაგოგი ირმა კეკელიძე, რომელიც პროფესიულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავს
07-12-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა კეკელიძე პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავს.

პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაირა. 

დღავნის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ირმა კეკელიძეს წარმატებას ულოცავს.

აქვე დავძენთ, რომ ირმა კეკელიძე შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პედაგოგი გახლავთ. 

გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს:

***

მე მგონი რაღაცას გვანიშნებს უფალი,
მე მგონი დრო არის,რომ გონზე მოვეგოთ,
დრო არის ჩამოვკრათ განგაშის ზარები,
დედები ქვეყანას თილისმად მოვედოთ.

თითქოს ყველაფერს ბურუსის ფერი აქვს,
და გულებს ჭიები ხრავენ და გვიჭამენ,
დროზე თუ მოვუხმობთ სულებში ღვთის სახელს,
ბოროტი ძალები ვერაფერს გვიზამენ.

ღმერთი ყოველდღეს ცდილობს,რომ გვიშველოს
რამდენჯერ მოვიდა,რამდენჯერ გაბრუნდა,
ადგილი რომ ნახა სულებში სატანამ,
დაუკითხავად მოვიდა, დაბუდდა.

ცრემლები ვერავის, ვერაფერს გვიშველის,
ვერც გულსაკლავი მოთქმა და ვაება,
გადავიჩეხებით უძირო უფსკრულში,
სული თუ ეშმების ფერხულში ჩაება.

მე მგონი უფალი რაღაცას გვანიშნებს
მე მგონი, დრო არის, რომ გონზე მოვეგოთ,
განვდევნოთ სატანა, სანამ მთლად დაგვიპყრო,
დედები ქვეყანას თილისმად მოვედოთ.

ირმა კეკელიძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203