მიქელეფონის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - მადონა კოპალეიშვილმა და მარიამ ქართველიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
07-12-2020

ვანის მუნიციპალიტეტის მიქელეფონის საჯარო სკოლაში პედაგოგები აქტიურად ცდილობენ კარიერულ წინსვლასა და პროფესიურ განვითარებას.

ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მიმდინარე სასწავლო წელს მათემატიკის პედაგოგმა მადონა კოპალეიშვილმა და ქიმია - ბიოლოგიის პედაგოგმა მარიამ ქართველიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღეს.

„ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას და კვლავ ვუსურვებთ წინსვლას კარიერულ საქმიანობაში. სკოლაში გრძელდება მასწავლებელთა აქტიურობა პროფესიული განვითარებისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203