
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის კიდევ ერთმა პედაგოგმა, შორენა სილაგაძემ წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება, რის შედეგადაც მას მიენიჭა შესაბამისი კრედიტქულა.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები შორენა სილაგაძეს წარმატებას ულოცავენ.
„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შორენა სილაგაძეს ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში.